ნეიმარმა ოქროს სამბა მოიგო

ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა ოქროს სამბა მოიგო. აღნიშნული პრიზი ყოველ წლიურად ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელს გადაცემა ხოლმე.

ნეიმარმა ოქროს სამბა მეხუთედ მოიგო. ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელად იგი 2014, 2015, 2017 და 2020 წლებში დასახელდა. ბოლო ფეხბურთელი რომელმაც ნეიმარს აღნიშნული პრიზისთვის ბრძოლაში აჯობა ალისონ ბეკერი გახლავთ, რომელმაც ოქროს სამბა 2019 წელს მოიგო.

ოქროს სამბათი ბრაზილიაში ფეხბურთელებს 2008 წლიდან აჯიდლოვებენ. პირველი გამარჯვებული კაკა გახლდათ. ოქროს სამბა ასევე მოგებული აქვთ ლუიშ ფაბიანოს, მაიკონს, ტიაგო სილვას (3), ფელიპე კოუტინიოს და რობერტო ფირმინოს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ტრავმირებულია და მოედანს დაახლოებით 2 კვირაში დაუბრუნდება. 29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published.