ნეიმარი პარიზში ახალ მომხიბლავ შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა. მისი სახელი ბრუნა ბიანკარდია და როგორც ამბობენ, ისინი გასული ზაფხულიდან ხვდებიან. იბიცაში გაუცნიათ ერთმანეთი. ურთიერთობას მაინცდამაინც არ აფიშირებენ, მაგრამ გოგონა ნეის ბრაზილიაშიც გაჰყოლოა და მისი ოჯახიც გაუცვნია.
ბრუნას თუმე ძალიან უყვარს სურათების გადაღება. პსჟ-ის ვარსკვლავების მესის, დი მარიას, პარედესისა და ვერატის მეუღლეებთანაც გადაუღია ფოტოები და ინსტაგრამში აუტვირთავს. პარი სენ-ჟერმენის მატჩსაც დასწრებია ტრავმირებულ ნეიმართან ერთად.
ნეიმარი ახლა დაშავებულია და დაახლოებით რვა კვირის გმოტოვება უწევს.