UFC 263-ის ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა ნეიტ დიაზისა და ლეონ ედვარდსის დაპირისპირება იყო. ორი უნივერსალი მებრძოლის დაპირისპირება საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, 5 რაუნდიანი ბრძოლა მრავალფეროვნად წარიმართა – იყო პარტერი, იყო დგომი, იყო ჭიდაობა და იყო ქლინჩი. ბრძოლის პირველი რაუნდი, შეიძლება ითქვას, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ლეონ ედვარდსმა ნეიტ დიაზის მარჯვენა ფეხს დიდი ზიანი მიაყენა, რამაც ნეიტი საგრძნობლად შეანელა. ამის შემდეგ ლეონი დიდ უპირატესობას ფლობდა და ფეხის შემდეგ ზიანი ნეიტის სახესაც დაეტყო. ედვარდსმა თავისი თამაში მოახვია თავს დიაზს, ბრძოლა მისთვის საჭირო სცენარით წარმართა, თუმცა მეხუთე რაუნდის ბოლო წუთზე დიაზის გასროლამ ედვარდსი ნოკდაუნში ჩააგდო, ერთი ძლიერი დარტყმა იყო საჭირო და ედვარდსი დაეცემოდა, თუმცა ძალაგამოცლილმა ნეიტმა ბევრი მცდელობის მიუხედავად მეტოქეს გადამწყვეტი დარტყმა ვერ მიაყენა. მსაჯების ერთსულობანი გადაწყვეტილებით ბრძოლის გამარჯვებული ლეონ ედვარდსი გახდა.
ნეიტ დიაზი დაბრუნდა, თუმცა ლეონ ედვარდსი უკეთესი იყო [VIDEO]
