ნეიტ დიაზმა პრესკონფერენციის დროს მარიხუანა მოწია [VIDEO]

UFC 263-მდე სულ ცოტა დროა დარჩენილი. აღნიშნულ ივენთზე გადაწყდება საშუალო და უმსუბუქესი წონის ქამრის ბედი, ასევე ერთმანეთს დაუპირისპირდებია ქვესაშუალო წონის გამორჩეული მებრძოლები – ლეონ ედვარდსი და ნეიტ დიაზი. UFC 263-ის პრესკონფერენციამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, დაძაბულობა იყო პირისპირ დგომების დროსაც.

პრესკონფერენცია არიზონაში გაიმართა, აღნიშნულ შტატში მარიხუანა ლეგალურია. ეს შანსი კი ნეიტ დიაზმა არ გაუშვა და პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, მოსაწევს პირდაპირ მაგიდასთან გაუკიდა და გააბოლა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნეიტი მარიხუანას UFC-ს ღონისძიებების დროს მოიხმარს, მან იგივე ქმედება ღია ვარჯიშების დროსაც გააკეთა და არც ბრძოლების საყურებლად მისული ერიდება დარბაზში მარიხუანის მოწევას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *