პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მომავალ ზაფხულს გუნდის გადახალისებას აპირებს და მისი გეგმის შემადგენელი ნაწილი ნეიმარის გაყიდვაცაა.
ფაქტია, რომ ტიტულების თვალსაზრისით ნეიმარმა პსჟ-ს ბევრი ვერაფერი არგო და ვერც ევროპულ მწვერვალზე აიყვანა. 29 წლის ბრაზილიელის მსურველთა შორის რამდენიმე ინგლისური კლუბი და ესპანური ბარსელონაა.
ბრაზილიელის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონი ევროა, არადა, გეხსომებათ, რომ თავის დროზე მასში 222 მილიონია გადახდილი.
ამ სეზონში ნეიმარმა 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.