ნემანია ბიელიცა ევროლიგაზე ბრუნდება

ევროლიგის 2022/23 სეზონის წინ ძალიან გაძლიერდა თურქული “ფენერბაჰჩე”. სტამბოლურმა კლუბმა NBA-ს მოქმედი ჩემპიონი “გოლდენ სტეიტიდან” დაიმატა მძიმე ფორვარდი ნემანია ბიელიცა (34 წლის, 208 სმ) და ისედაც ძლიერი შემადგენლობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა

“ფენერბაჰჩემ” სერბ კალათბურთელთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

null

ნემანიამ 2021/22 წლების სეზონი “ვორიორზის” რიგებში გაატარა. რეგულარულ გათამაშებაში ჩატარებულ 71 შეხვედრაში ბიელიცა საშუალოდ მატჩში 6,1 ქულას, 4,1 მოხსნას და 2,2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

1 ივლისს, სერბმა კალათბურთელმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და მიუხედავად NBA-ს კლუბების შემოთავაზებებისა, მან მაინც ევროპაში გადაწყვიტა სათამაშოდ დაბრუნება.

შეგახსენებთ, რომ ბიელიცა 2013-15 წლებში უკვე თამაშობდა “ფენერში” და სტამბოლურ გუნდში ასპარეზობისას ევროლიგის რეგულარული სეზონის MVP-ის ტიტულიც მოიპოვა (2015 წელს).

“ფენერბაჰჩე” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ძალიან კარგად მუშაობს – კლუბმა უკვე დაიმატა ნიკ კალატესი (ბარსელონადან), ნაიჯელ ჰეიესი (ბარსელონადან) და NBA-ს G ლიგის საუკეთესო სნაიპერი კარსენ ედვარდსი(გასულ სეზონში 26,8 ქულა+2,7 მოხსნა+4,2 პასი+1,4 ჩაჭრა საშუალოდ მატჩში).

null

Leave a comment

Your email address will not be published.