ნერვების თამაში და დრამა ქუთაისში – დინამო ბათუმმა საქართველოს სუპერთასი მოიგო

საქართველოში საფეხბურთო სეზონი გაიხსნა. ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასი გაიმართა. ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი დინამო ბათუმი და თასის მოქმედი მფლობელი საბურთალო შეხვდნენ. მატჩი პენალტების სერიაში 7:6 დინამო ბათუმმა მოიგო.

პირველი ტაიმი არცისე სანახაობრივი იყო. მცირეს, მაგრამ უპირატესობას აჭარლები ფლობდნენ. გეგუჩაძის შეგირდები მეტად უტევდნენ, თუმცა სახიფათო მომენტამდე საქმე არ მიდიოდა.

მეორე ნახევარში დინამომ მოუმატა და რამდენიმე კარგი დარტყმაც ვიხილეთ, თუმცა ოთო გოშაძე დამაჯერებლად იდგა. მეორე ტაიმის მეორე ნახევარში მომენტები საბურთალომაც შექმნა, თუმცა განსაკუთრებული არაფერი. ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტებში კი როგორც უკვე გითხარით, დინამო ბათუმმა გაიმარჯვა.

დინამოდან 11 მეტრიანი ზუსტად მამუჩაშვილმა, კობახიძემ, ჯოვინომ, ლობჯანიძემ,  ფალავანდიშვილმა, აზაროვმა და ნანიძემ შეასრულეს, საბურთალოდან კი შოთა ნონიკაშვილმა, სიხარულიძემ, ჯგერენაიამ, გოჩოლეიშვილმა, ლაცაბიძემ, კაკუბავამ. დინამოდან პენალტი გაფრინდაშვილმა და ბიძინაშვილმა გააფუჭეს, ხოლო საბურთალოდან ქავთარაძემ, გოშაძემ და იაშვილმა. საბოლოოდ მატჩის გმირი ლაზარე კუპატაძე გახდა, რომელმაც 3 პენალტი მოიგერია.

დინამო ბათუმმა საქართველოს სუპერთასი მეორედ მოიგო. აღნიშნულ ტიტულს გუნდი პირველად 1998 წელს დაეუფლა.

იმედი ვიქონიოთ დინამო ბათუმი და საბურთალო კიდევ უფრო მოუმატებენ. ეს ორი გუნდი საქართველოს დინამო თბილისთან და გორის დილასთან ერთად ზაფხულში ევროტურნირებზე წარმოადგენენ.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *