ფრანქფურტის აინტრახტმა ევროპა ლიგა მოიგო, გერმანელებმა ფინალში გლაზგოს რეინჯერსი დაამარცხეს. სანჩს პის ხუანზე გამართული შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტებში კი აინტრახტმა 5:4 გაიმარჯვა.
მატჩის უმეტესი ნაწილი აინტრახტის უპირატესობით წარიმართა. გერმანელები უფრო მეტად უტევდნენ და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს პირველ რიგში აინტრახტი იყო. აღსანიშნავია, რომ აინტრახტმა ევროპა ლიგის ეს სეზონი წაუგებლად დახურა.
მეორე ტაიმში რეინჯერსი გამოცოცხლდა, გუნდმა აქტიურად შეუტია და ანგარიში გახსნა. 57-ე წუთზე გოლი ადორე-არიბომ შეაგდო. აინტრახტი არ დაიბნა, ისევ შეუტია და გაათანაბრა კიდეც. 69-ე წუთზე რაფაელ სანტოს ბორემ 1:1 გახადა.
ამის შემდეგ ორივე კართან იქმნებოდა მომენტები. საქმე საბოლოოდ პენალტების სერიამდე მივიდა და აინტრახტმა 5:4 მოიგო. 10 პენალტიდან მხოლოდ 1 გაცუდდა, გაფუჭებული პენალტის ავტორი აარონ რემზია. გუნდმა ევროპა ლიგა/უეფას თასი მეორედ მოიგო. აღნიშნულ ტიტულს აინტრახტი პირველად 1979-80 წლებში დაეუფლა.