ნაპოლის ფორვარდ ვიქტორ ოსიმჰენს მსურველი კლუბები არ აკლია. მაგრამ გერმანული პრესა წერს, რომ ფავორიტი მიუნხენის ბაიერნია… შესაძლოა, გაისად მიუნხენურმა გრანდმა ნიგერიელი ფორვარდი შეიძინოს, სავარაუდო ფასი კი 100 მილიონი ევროა: ნაპოლი ასე აფასებს.
აქ ერთი მომენტია: ბაიერნი რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო შემცვლელს ეძებს, რადგან პოლონელზე ხშირად წერენ, რომ კლუბის შეცვლაზე ფიქრობს. მადრიდის რეალზე შარშანწინ წერდნენ და ბოლო დღეებში კიდევ გახდა აქტუალური…
ისევ ოსიმჰენზე: 22 წლისაა, ნაპოლიმ ლილიდან იყიდა და გამოადგა კიდეც. ნეაპოლელები რომ სერია ა-ს ლიდერობენ, ნიგერიელის დიდი დამსახურებაცაა.