ნიდერლანდებთან ვთამაშობთ, სამხრეთ აფრიკას ვგულისხმობთ

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩის წინ  თელავში, “კავკასიონი არენაზე” კაპიტნის ვარჯიში გამართა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა 17 საათზე დაიწყება.

 

ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “ნიდერლანდებთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას გავმართავთ. უკვე ჩემპიონები ვართ და ამ თამაშს სიმბოლური დატვირთვა აქვს. მოწინააღმდეგე დებიუტანტია. ბელგიის დამარცხებით მათ მიზანს მიაღწიეს და დასაკარგი არაფერი აქვთ. დარწმუნებული ვარ შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებენ. თუმცა, ჩვენ საკუთარი მიზნები გვაქვს. ვეცდებით, სანახაობრივად კარი რაგბი ვითამაშოთ და მოვემზადოთ სამხრეთაფრიკული ტურნესთვის.

 

 

მერაბ შარიქაძე, საქართველოს ნაკრების კაპტანი:

“მარტყოფში ორკვირიანი, პროდუქტიული მომზადება გავიარეთ. ნიდერლანდებთან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, რადგან ეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრაა და მერე მსოფლიოს თასის მფლობელი სამხრეთ აფრიკას ორჯერ შევხვდებით. შესაბამისად, გამარჯვების გარდა მნიშვნელოვანია, რომ ის უფრო დიდი შეხვედრებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ”.

 

 

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ილია სპანდერაშვილი

16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. გიორგი ჯავახია, 20. ირაკლი ცხადაძე, 21. მიხეილ ალანია, 22. დემურ თაფლაძე, 23. გიორგი ბაბუნაშვილი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *