ნიდერლანდების ნაკრები და ბარსა? კრუიფი საფლავში გადატრიალდებოდა…

რონალდ დე ბურმა ნიდერლანდების ნაკრების ბოლო თამაში უარყოფითად შეაფასა. ეს შოტლანდიასთან ამხანაგურში 2:2-ს ეხება… საინტერესოა, რომ ნიდერლანდებს რონალდის ტყუპისცალი რონალდ დე ბური წვრთნის, მაგრამ რაც ცუდია და არ მოეწონა, მაინც თქვა.

 

„იოჰან კრუიფი საფლავში გადატრიალდებოდა… იგივე მოხდებოდა, რონალდ კუმანის ბარსელონას თამაშისთვის რომ ეყურებინა. ის სტილი თითქოს დაიკარგა. თუმცა ნიდერლანდების ნაკრებისთვის დღესაც ოპტიმალურად მიმაჩნია 5-3-2 სქემა. ვფიქრობ, 4-3-3-ის აჩემება არასწორი იქნებოდა. ფრანკს მოსწონს ლუის ვან გაალის გზა. ეს არ ნიშნავს, რომ თავისი ხედვა არ აქვს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩემს ძმას ვან გაალი ძალიან მოსწონს“ – წერს რონალდ დე ბურის სიტყვებს Mundo deportivo.

 

შეგახსენებთ, 6 ივნისს ნიდერლანდები-საქართველოს ამხანაგური მატჩი გაიმართება. მერე კი ნარინჯისფერებს ევრო-2020 ეწყებათ…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *