ნიდერლანდები-საქართველო 8:40
საქართველო (15-9) ნინიაშვილი, ტაბუცაძე (ხმალაძე 50), თაფლაძე, კვესელაძე, თოდუა, აბჟანდაძე (მატკავა 64) , აფრასიძე (ლობჟანიძე 58). (1-8) აბულაძე (აბრამიშვილი 58), ჭყოიძე (ზამთარაძე 58), გიგაშვილი (აბდალაძე 64), ჩაჩანიძე, მიქაუტაძე (ბაბუნაშვილი 58), ცუცქირიძე (გაჩეჩილაძე 64), საღინაძე, გიორგაძე
6ლ: ნინიაშვილი, ჩაჩანიძე, ჭყოიძე (2), გაჩეჩილაძე (2). 5გ: აბჟანდაძე (3), მატკავა (2).
სინბინი: საღინაძე, ნინიაშვილი, აბრამიშვილი
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის მეორე მატჩში ამსტერდამში ნიდერლანდების ნაკრები 40:8 დაამარცხეს.
მასპინძლებმა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ჩვენს გუნდს მედგარი ბრძოლა გაუმართეს. შედეგად ბორჯღალოსნები ასეთი დონის მეტოქესთან თამაშისთვის უჩვეულოდ ხშირად ცდებოდნენ. საჯარიმოებიც საერთო ჯამში ბლომად ავიღეთ. რაზეც სინბინში სამი ჩვენებურის გაშვებაც ნათლად მეტყველებს.
პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 12:3 მოიგო. თითო ლელო თედო აბჟანდაძემ და ლადო ჩაჩანიძემ გაიტანეს. თედო აბჟანდაძემ მხოლოდ ერთი გარდასახა.
შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდი უფრო მობილიზებული გამოვიდა და საქმეს პრაგმატულად მიუდგა. ამას ბორჯღალოსნების მიერ გატანილი ოთხი ლელო მოჰყვა. ორ-ორი ლელო გიორგი ჭყოიძემ და გიორგი ცუცქირიძემ მიითვალეს. ორი აბჟანდაძემ გარდასახა. ორიც შეცვლაზე შესულმა ლუკა მატკავამ.