ნიდერლანდები-საქართველო 10:72 (Video)

საქართველო (15-9) ხმალაძე, ტაბუცაძე (მოდებაძე 67), თაფლაძე, შარიქაძე (კახოიძე 56), მესხი, აბჟანდაძე, ლობჟანიძე (აფრასიძე 61). (1-8) ნარიაშვილი (გოგიჩაშვილი 50), მამუკაშვილი (ჭყოიძე 63), ჯაფარიძე (ხატიაშვილი 50), ჭეიშვილი (ჯავახია 58), ჯაიანი, გიორგაძე, ცუცქირიძე (მამამთავრიშვილი 61), ჯალაღონია

12ლ: ტაბუცაძე (2), ლობჟანიძე (2), ჯაფარიძე, გიორგაძე (3), ჯალაღონია, მოდებაძე, ჭყოიძე (2). 6გ: აბჟანდაძე

საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამსტერდამში რაგბი ევროპის აუტსაიდერთან, ნიდერლანდების ნაკრებთან, დიდი სხვაობით 72:10 მოიგო. ბორჯღაოსნებმა 12 ლელო გაიტანეს და, ცხადია, ერთი საპრემიო ქულაც მიითვალეს. სამი ლელო ოთარ გიორგაძემ გაიტანა. ორ-ორი აკაკი ტაბუცაძის, ვსილ ლობჟანიძის და გიორგი ჭყოიძის ანგარიშზეა. თითო ლელო მირიან მოდებაძემ და ლუკა ჯაფარიძემ გაიტანა.
ჩვენი გუნდი 2023 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევში 31 ქულით ისევ ლიდერია. მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმზე ადგილის დასაბევებლად ბორჯღალოსნებმა 27 თებერვალს რუსეთის ნაკრები უნდა დაამარცხოს, რომელმაც შინ წააგო ესპანეთთან 37:41 და ყველანაირი შანსი დაკარგა.

Leave a comment

Your email address will not be published.