ამ შეხვედრაში, რამდენი თავითაც გინდა გენებოთ, ნიდერლანდების ნაკრები ავსტრიაზე იმდენით თავით მაღლა იდგა. ნარინჯისფერებმა მეტოქე სრულად გაანეიტრალეს და მომენტები მხოლოდ ერთი კარის მიმართულებით იქმნებოდა. მემფისს, დე ლიხტს, ვეინალდუმს – ისეთი მომენტები ჰქონდათ, გოლი რომ არ გავიდა ის უფრო გასაკვირია, ვიდრე რომ გასულიყო…
ავსტრიელთაგან, წინა მატჩის გმირი, დავიდ ალაბა დღეს ძალიან სუსტი იყო. გარდა იმისა, რომ თერთმეტმეტრიანი უწყინარ სიტუაციაში “აიკიდა”, პოზიციურადაც ძალაინ ცუდად ითამაშა.
ნიდერლანდები 2:0 ავსტრია
გოლები: მემფისი (11); დუმფრისი (67)