ნიდერლანდებს… ვან გაალი დაუშავდათ

ლუის ვან გაალი წაიქცა და ნორვეგიასთან გადამწყვეტი მატჩის დროს ინვალიდის სავარძლით იქნება. ეს მატჩი 16 ნოემბერსაა და ნიდერლანდელები შინ თუ მოიგებენ, მსოფლიო ჩემპიონატზე გავლენ. ნარინჯისფერებს ფრეც აწყობთ (თუ პარალელურად თურქეთი მონტენეგროში 14:0 არ მოიგებს, ეს კი ზღაპარია… ).

და როგორ წაიქცა 70 წლის მწვრთნელი? გაირკვა, რომ ბაზაზე ველოსიპედით სეირნობის მერე მოსვლია შემთხვევა. ველოსიპედს ადგილზე აყენებდა და ამ დროს გადმოვარდა.

სხვათა შორის, ვან გაალმა 6 წლის წინ ბარძაყზე გაიკეთა ოპერაცია და სწორედ ბარძაყი დაიზიანა. (ESPN)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *