ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე სამ მატჩს განსჯის

27 წლის ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი ნეომბრის ტესტებზე სამ მატჩს განსჯის. ის, 6 ნოემბერს, დუბლინში, ავივა სთედიუმზე ირლანდიისა და იაპონიის ნაკრებების დაპირისპირებას წარუძღვება. 13 ნოემბერს კი, ლიონში ფრანგი ბარბაროსებისა და ტონგას მატჩს განსჯის.

20 ნოემბერს ამაშუკელი ლიონიდან კარდიფში გადაინაცვლებს, სადაც უელსისა და ავსტრალიის ნაკრებების შეხვედრაში კიდედან იმსაჯებს. მთავარო მსაჯი მაიკ ადამსონი იქნება, მეორე კიდეზე კი, მეთიუ რეინალი დადგება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *