ნიკა კაჭარავა საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

უკვე ოფიციალურად – ნიკა კაჭარავა ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელია. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა უკვე დაადასტურა.

კაჭარავა დინამო თბილისის აღზრდილია. მის პროფესიონალურ კარიერაში იყო ცხინვალი, ეთნიკოსი, კორონოა, ანორთოსისი, ლეხ პოზნანი, კვლავ ანორთოსისი, სამხრეთ კორეული ჯეონამ დრაგონსი და ახლა უკვე ქუთაისის ტორპედო.

ნიკას ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. მას საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილებაც აქვს, სადაც 22 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ნაკრების მაისურა ნიკამ ბოლოს 2020 წელს ესტონეთთან მატჩში მოირგო.

რაც შეეხება ქუთაისის ტორპედოს, გუნდი საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებულია. ქუთათურები საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში საბურთალოს ესტუმრებიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *