ნიკოლა ვუჩევიჩის 43 ქულა და გამარჯვება “გოლდენ სტეიტთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში “ჩიკაგომ” საკუთარ UNITED CENTER-ში უმასპინძლა “გოლდენ სტეიტს” და მეტოქე 132:118 დაამარცხა.

უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში “ხარებისთვის” “ვორიორზი” ყველაზე უხერხული მეტოქე გახლდათ – “ბულზს” მოქმედ ჩემპიონებთან ზედიზედ 11 მატჩი ქონდა წაგებული (ბოლო გამარჯვება 2017 წელს) და ეს დანავსული სერიაც დასრულდა.

null

მატჩის გმირი ‘ჩიკაგოს” ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი გახდა. მონტენეგროელმა კალათბურთელმა კარიერის პირადი რეკორდი გაიმეორა და მეტოქეს 43 ქულა ჩაუგდო.

ნიკოლამ პარკეტზე 39 წუთი გაატარა, თამაშიდან 31-ჯერ შეუტია “ვორიორზის” კალათს და 19 ბურთი ზუსტად ჩააგდო. მის ანგარიშზე ასევე გახლდათ 13 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა.

შეგახსენებთ, რომ ვუჩევიჩმა შედეგიანობის რეკორდი 2021 წლის 2 თებერვალს დაამყარა, როდესაც “ორლანდოს” მაისურით “ჩიკაგოს 43 ქულა ჩაუგდო.

კიდევ უფრო დამძიმდა მოქმედი ჩემპიონის – “გოლდენ სტეიტის” მდგომარეობა. “ვორიორზმა” უკანასკნელი 5 მატჩიდან 4 წააგო და უარყოფით ბალანსზე იმყოფება 21 მოგება/22 მარცხი. ამ მომენტისთვის სტივ კერის გაწვრთნილი გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს.

თავისმხრივ “ჩიკაგომ” შეწყვიტა 3 მატჩიანი წაგებათა სერია და 44 ჩატარებული მატჩის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეათე პოზიციაზე იმყოფება 20 მოგება/24 წაგება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *