ნიკოლა იოკიჩის სარეკორდო მატჩი

NBA-ს რეგულარულისეზონის მორიგ მატჩში “დენვერმა” საკუთარ მოედანზე “შარლოტს” უმასპინძლა და მეტოქე მძიმე ბრძოლაში 119-115 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ “ნაგეთსის” ცენტრი ნიკოლა იოკიჩი დასახელდა. სერბმა კალათბურთელმა ისტორიული სამმაგი დუბლი შეასრულა: 40 ქულა+27 მოხსნა+10 პასი.

null

NBA-რეგულარული სეზონების ორგზის MVP-მ 2022/23 წლების სეზონში რიგით მეხუთე სამმაგი დუბლი შეასრულა, კარიერულად კი 81-ე. “შარლოტთან”, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ნიკოლას უკვე 20 მოხსნა ქონდა ანგარიშზე.

ძირითადი დროის დასრულებამდე 13 წამით ადრე იოკიჩმა ორი ზუსტი საჯარიმოთი საკუთარ გუნდს შეხვედრა ფაქტიურად მოაგებინა.

გაცნობებთ, რომ სერბმა “ფენომენმა” პარკეტზე 40 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში თამაშიდან 26 ბურთი ესროლა,საიდანაც 13 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი მისი მაჩვენებლები კიდევ უფრო დამაჯერებელი იყო 17-დან 12.

ლეგენდარული უილტ ჩემბერლენი აქამდე ერთადერთი კალათბურთელი იყო ლიგის ისტორიაში, რომელმაც NBA-ს მატჩში 40+ ქულა, 27+ მოხსნა და 10+ გადაცემა შეასრულა. კარიერის განმავლობაში მან ეს ოთხჯერ შეძლო, ყველაზე შთამბეჭდავი კი 1968 წლის 18 მარტს დაფიქსირებული შედეგია, როდესაც ვილტმა “ფილადელფიას” მაისურით 53 ქულა, 32 მოხსნა და 14 შედეგიანი პასი გააკეთა.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *