ნიკოლა იოკიჩი – MVP

“დენვერ ნაგეთსის” ცენტრი ნიკოლა იოკიჩი ნბას 2020-21 წლების რეგულარული სეზონის MVP გახდა.

სერბი კალათბურთელი საშუალოდ მატჩში 26,4 ქულას, 10,8 მოხსნას, 8,3 შედეგიან გადაცემას, 1.3 ჩაჭრას და 0,7 დაფარებას ასრულებდა.

„დენვერმა“ ნიკოლას დახმარებით მესამე ადგილი დაიკავა დასავლეთ კონფერენციაში.

შეგახსენებთ, რომ იოკიჩი ნაგეთსმა 2014 წლის დრაფტზე 41-ე ნომრად აირჩია. ნბას ისტორიაშია პირველად დაფიქსირდა, რომ რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე დრაფტის მეორე რაუნდში იქნა არჩეული.

MVP-ის გამოკითხვაში მეორე ადგილი ფილადელფიას კამერუნელმა ცენტრმა ჯოელ ემბიდმა დაიკავა, მესამეზე გავიდა გოლდენ სტეიტის უკანახაზელი სტეფ კარი.

MVP – ნიკოლა იოკიჩი (დენვერ ნაგეთსი)

წლის საუკეთესო მე-6 მოთამაშე – ჯორდან კლარკსონი (იუტა ჯაზი)

ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე – ჯულიუს რენდლი (ნიუ იორკი)

წლის საუკეთესო მწვრთნელი – ტომ ტიბოდო (ნიუ იორკი)

წლის საუკეთსო თანაგუნდელი – დამიენ ლილარდი (პორტლენდი)

სეზონის ქველმოქმედი კალათბურთელი – ჯრუ ჰოლიდეი (მილუოკი)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *