პოპულარულმა სპორტულმა გამოცემამ ” Hoopshype”-მა ევროლიგის მიმდინარე სეზონის შედეგები შეაჯამა და Global Rating-ის გამოყენებით ტოპ 30 მოთამაშე დაასახელა.
ამ მაომენტისთვის ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელი ბარსელონას მძიმე ფორვარდი – ნიკოლა მიროტიჩია. ლიდერთა ხუთეულში ასევე შედიან ვოლტერ ტავარესი (რეალი), ალექსანდრ ვეზენკოვი (ოლიმპიაკოსი), შეინ ლარკინი (ეფესი) და იან ვესელი (ფენერბაჰჩე).
მოსკოვის “ც.ს.კ.”-ს ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს.
1. ნიკოლა მიროტიჩი
2. ვალტერ ტავარესი
3. ალექსანდრ ვეზენკოვი
4. შეინ ლარკინი
5. იან ვესელი
6. ლორენცო ბრაუნი
7. ჯორდან ლოიდი
8. გერშონ იაბუსელე
9. შევონ შილდსი
10.უილ კლაიბერნი
11. მარიო ჰეზონია
12. თორნიკე შენგელია
შეგახსენებთ, რომ Global Rating-ი მოედანზე ნაჩვენები სტატისტკური შედეგების შეჯამებით დგება.