ნიკოლა მიროტიჩი ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელია

ევროლიგამ  შეაჯამა 2021-22 წლების სეზონი და საუკეთესოები გამოავლინა.

ევროლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ “ბარსელონას” ცენტრი – ნიკოლა მიროტიჩი დასახელდა. მოტენეგროელი კალათბურთელის დახმარებით კატალონიურმა კლუბმა მოიგო რეგულარული სეზონი, მისი სტატისტიკა საშუალოდ მატჩში კი ასე გამოიყურებოდა: 16.6 ქულა, 5.1 მოხსნა და 1.2 შედეგიანი გადაცემა.

ნიკოლა მესამე სეზონს ატარებს “ბარსელონას” მაისურით. მიროტიჩი ევროლიგის MVP კარიერაში პირველად გახდა.

null

ევროლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო მწვრთნელად “ოლიმპიაკოსის” დამრიგებელი – გეორგიოს ბარძოკასი დასახელდა.

56 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით პირეოსულმა გუნდმა რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო პლეიოფის სტადიაზე 3:2 სძლია “მონაკოს” და ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვა.

ბარძოკასი კარიერაში მეორედ იქნა აღიარებული ევროლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად (პირველი გამარჯვება 2012/13 წლების სეზონში, მაშნაც “ოლიმპიაკოსის” მწვრთნელი).

null

ევროლიგამ ასევე დაასახელა პირველი და მეორე სიმბოლური ნაკრებები. (სიმბოლური ნაკრებები დგება ხმის მიცემის შედეგად. ხმის მიცემის ცერემონიალში მონაწილეობენ გულშემატკივრები, ჟურნალისტები, მონაწილე გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები)

პირველი სიმბოლური ნაკრები: მაიკლ ჯეიმსი (მონაკო), შეინ ლარკინი (ეფესი), ალექსანდრ ვეზენკოვი (ოლიმპიაკოსი), ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა), ედი ტავარეში (რეალი).

null

მეორე სიმბოლური ნაკრები: ვასილიე მიციჩი (ეფესი), კოსტას სლუკასი (ოლიმპიაკოსი), ვლადიმირ ლუჩიჩი (ბავარია), შევონ შილდსი (მილანი), გეორგიოს პაპაიანისი (პანათინაიკოსი).

null

Leave a comment

Your email address will not be published.