ევროლიგის მე-9 ტურის საუკეთესო მოთამაშედ ბარსელონას მძიმე ფორვარდი – ნიკოლა მიროტიჩი დასახელდა.
რეგულარული სეზონის, მე-9 ტურის მატჩის რანგში „ბარსელონამ“ პალაუ ბლაუგრანაზე ‘ბასკონიას“ უმასპინძლა და მეტოქე 93:67 გაანადგურა.
„ბარსას“ რიგებში გაიბრწყინა ნიკოლა მიროტიჩმა, რომლის ანგარიშზეც 18:20 წუთში 25 ქულა, 8 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. მონტენეგროელმა კალათბურთელმა თამაშიდან 8 ბურთი ესროლა და რეალიზაციის 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა (4-დან 4 ორქულიანი, 4-დან 4 საქმულიანი).
მიროტიჩის მარგი ქმედების კოეფიციენტმა +37 შეადგინა, რაც ტურში საუკეთესო შედეგი გახლდათ.
მე-9 ტურის ტოპ 5 საუკეთესო კალათბურთელი
1. მიროტიჩი – 37
2. ენოხი – 35
3. მიჩიჩი – 28
4. კალინიჩი – 27
5. ჟიჟიჩი – 26
ევროლიგის მე-9 ტურში ყველაზე მეტი ქულა ნიკოლა მიროტიჩმა ჩააგდო – 25, ყველაზე მეტი მოხსნა გეორგიოს პაპაიანისს ქონდა – 17, ყველაზე მეტი პასი – „ჟალგირისის“ გამთამაშებელმა ლუკას ლეკავიჩუსმა შეასრულა – 10, 6 ჩაჭრა ქონდა ნიკოლო მელის, ხოლო ჟიჟიჩმა, ფოლმა, კოსტელომ და ჰოლმა 2-2-ჯერ დააფარეს მეტოქეებს.