ნიკოლოზ ბასილაშვილის ბადე ცინცინატის მასტერსზე

15 აგვისტოს სტარტს აიღებს ციცნცინატის საჩოგბურთო მასტერსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. საქართველოს პირველი ჩოგანი საწყის რაუნდში ამერიკელ მაკენზი მაკდონალდს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ტურნირზე მესამე ნომრად განთესილ კარლოს ალკარასთან მოუწევს დაპირისპირება.

null

ნიკა ამ მომეტისთვის მსოფლიო რეიტინგის 29-ე ჩოგანია, რაც საკმარისი არ გამოდგა განთესილთა შორის მოსახვედრად. ბასილაშვილი მაკდონალდს მიმდინარე სეზონში მესამედ შეხვდება, წინა ორი დაპირისპირება მაკენზიმ სეტის წაუგებლად მოიგო ( როტერდამში 6:3 6:2, როლან გაროსზე 6:3 6:1 6:4).

ამერიკელი ჩოგბურთელი ამჟამად 72-ე ჩოგანია მსოფლიო რეიტინგის და მას ვაილდ ქარდი დასჭირდა ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად. ბასილაშვილი-მაკდონალდის დაპირისპირება ორშაბათს, 15 აგვისტოს, 18:00-ზეა დაგეგმილი.

null

ცინცინატის მასტერსზე პირველ ნომრად დანილ მედვედევია განთესილი, რომელიც პირველ რაუნდს გამოტოვებს, მეორე წრეში კი მისი მეტოქე ზანშულპი/კრისის გამარჯვებული იქნება. შესაძლოა მეოთხედფინალში  რუსული დუელი ვიხილოთ მედვედევი-რუბლიოვი.

ტრავმა მოიშუშა და ცინცინატის ტურნირზე ითამაშებს რაფაელ ნადალი. ესპანელი ჩოგბურთელი მეორე ნომრად გახლავთ განთესილი. იგი პირველ წრეს გამოტოვებს, მეორეში კი ჩორიჩ/კვალიფიკანტს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

null

ცინცინატის 2022 წლის მასტერსი ძალიან წარმომადგენლობითი იქნება და მასში მონაწილეობას არაერთი წამყვანი ჩგბურთელი მიიღებს, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი მოიგონ ტურნირი: სტეფანოს ციციპასი, კასპერ რუუდი, ჰუბერტ ჰურკაჩი, ფელიქს ოჟე ალიასიმი (ჯოკოვიჩ კოვიდ აცრის უქონლობის გამო არ არის დაშვებული ტურნირზე).

ცინცინატის მასტერსის გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას და 500 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს.

Leave a comment

Your email address will not be published.