ნიკოლოზ ბასილაშვილის გზა ინდიან-უელსის მასტერსზე

დღეს სტარტს აიღებს ინდიან-უელსის მასტერსი. პირველ სათამაშო დღეს საქმეში ქალები ჩაერთვებიან(WTA), ხოლო ხვალიდან ტურნირს მამაკაცებიც შემოუერთდებიან (ATP).

სამწუხაროდ ქალთა ერთეულთა ბადეში წარმომადგენელი არ გვეყოლება, რადგან მარიამ ბოლქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა, მამაკაცთა ბადეში კი განთესილთა შორის მოხვდა ნიკოლოზ ბასილაშვილი.

null

ქართველი ჩოგბურთელი ინდიან-უელსის მასტერსზე 29-ე ნომრად არის განთესილი და პირველი წრიდან თავისუფალია. მეორე რაუნდში კი ან ეგორ გერასიმოვს, ანდაც კვალიფიკანტს შეხვდება. მესამე რაუნდში გასვლის შემთხვევაში ნიკას სავარაუდო მეტოქედ ფელიქს ოჟე ალიასიმი მოსჩანს, ხოლო 1/8 ფინალში ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა.

null

ტურნირზე პირველ ნომრად რუსი დანილ მედვედევია განთესილი, რომლის პირველი მეტოქეც დაკვორტ/მაკდონალდს შორის გამარჯვებული იქნება. მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანს ბადეში ყავს თანამემამულე ასლან კარაცევი და ანდრეი რუბლიოვი.

null

მასტერსზე მეორე ჩოგნად სტეფანოს ციციპასია განთესილი, რომელიც პირველი წრიდან თავისუფალია, მეორე რაუნდში კი ან პედრო მარტინესს, ანდაც რომელიმე კვალიფაერს დაუპირისპირდება. ბერძენის პულში არიან ფაბიო ფონინი და ალექს დე მინორი.

null

საკმაოდ რთული ბადე შეხვდა გერმანელ ალექსანდრ ზვერევს, რომელიც მეორე წრეში სავარაუდოდ კანადელ ჯექსონ ბრუკსბის დაუპირისპირდება, ხოლო მესამე რაუნდში ესპანელ ფენომენს – კარლოს ალკარასს.

null

ტურნირზე ვაილდ ქარდი მიიღო მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ, რომელიც პირველ წრეში ადრიან მანარინოს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *