ნიკოლოზ ბასილაშვილის დამაჯერებელი გამარჯვება ინდიან-უელსზე

ა.შ.შ-ში მიმდინარეობს ინდიან-უელსის მასტერსი, რომელზეც წარმატებით ასპარეზობს ნიკოლოზ ბასილაშვილი. საქართველოს პირველი ჩოგანი ტურნირზე განთესილთა შორის მოხვდა და პირველი წრე გამოტოვა, მეორე რაუნდის შეხვედრაშ კი დამაჯერებლად დაამაარცხა ამერიკელი კრისტოფერ ეუბანქსი 6:4 6:3.

შეხვედრის პირველივე გეიმში ნიკას ბრეიკპოინტი ქონდა თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლო და კრისტოფერი დაწინაურდა 1:0. ქართველმა ჩოგბურთელმა მალევე გაათანაბრა ანგარიში და მე-5 გეიმში უკვე ბრეიკიც შეასრულა 3:2.

ბასილაშვილი მე-7 გეიმშიც ახლოს იყო ეუბანქსის ჩაწოდების აღებასთან, ქონდა რა 4 ბრეიკპოინტი, თუმცა ამერიკელმა გაუძლო წნეხს და გეიმი მაინც შეინარჩუნა.

მერვე გეიმში უკვე ბასილაშვილს შეექმნა პრობლემა, როდესაც მის ჩაწოდებაზე კრისტოფერმა შეძლო ბრეიკპოინტამდე მისვლა, თუმცა ქართველმა ჯერ გეიმი მოიგო, ხოლო შემდეგ უკვე სეტიც 6:4.

მეორე პარტიაში თამაში აირია – სტარტზე ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს და 6 ნათამასები გეიმის შემდეგ ანგარიში 3:3 იყო. სწორედ ამ მომენტში მოუმატა ნიკამ, რომელმაც მომდევნო 14 გათამაშებიდან 12 მოიგო, ორჯერ დააბრეიკა მოწინააღმდეგე და მატჩიც თავის სასარგებლოდ დაასრულა 6:4 6:3.

null

შეხვედრა 76 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილის ანგარიშზე 1 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა ქონდა. ნიკამ 13 ბრეიკპოინტიდან ოთხის რეალიზება შეძლო, საკთარი ჩაწოდება კი ერთადერთხელ დათმო. გაცილებით დამაჯერებლად აწვდიდა კრისტოფერი, რომელმაც 6 ეისი მიითვალა, თუმცა მხოლოდ ჩაწოდებით მატჩი ვერ მოიგო.

null

ინდიან-უელსის მესამე წრეში გასვლით ქართველმა ჩოგბურთელმა 45 სარეიტინგო ქულა და 51895 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ესპანელი ალბერტ რამოს ვინოლასი იქნება, რომელმაც მეორე რაუნდში სენსაციურად მოუგო კანადელ ფელიქს ოჟე ალიასიმს 6:4 6:2.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *