ნიკოლოზ ბასილაშვილის დასანანი მარცხი

კანადის ქალაქ ტორონტოში გრძელდება ATP-ის მასტერსი. ტურნირის 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 7:6 4:6 4:6 წააგო ჰუბერტ ჰურკაჩთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეხვედრის სტარტი პოლონელ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა. ჰუბერტმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 4:1 დაწინაურდა. ნიკამ დროულად მოახერხა სიტუაციის გამოსწორება – ზედიზედ სამი გეიმის მოგებით წონასწორობაც აღადგინა 4:4.

მე-10 გეიმში, ბასილაშვილის ჩაწოდებაზე ჰურკაჩმა 2 სეტპოინტი მოიპოვა, თუმცა ქართველმა ეს საფრთხე მოიგერია და მალევე სეტი ტაიბრეიკზე გადავიდა.

„საჩოგბურთო ლატარეაც“ დრამატულად წარიმართა – ჯერ ნიკამ მოიპოვა უპირატესობა და ორმაგი სეტპოინტი გამოიმუშავა 6:4, თუმცა პოლონელმა გაიბრძლა და ზედიზედ სამი ქულის აღებით უკვე თვითონ მიიღო სეტის მოგების შანსი 7:6.

ნიკამ მოახერხა მობილიზება და სამი უპასუხო ქულის მოგებით სეტი გამარჯვებით დაასრულა 9:7.

null

მეორე პარტია ჰურკაჩმა ბრეიკით გახსნა – პირველივე გეიმში იოლად გარდასახა ბრეიკპოინტი ბრეიკად და ანგარიშში დაწინაურდა.

მთელი სეტის განმავლობაში ჰუბერტმა საკთარ ჩაწოდებაზე ქართველს არანაირი შანსი არ მისცა და მშვიდად მიიყვანა პარტია გამარჯვებამდე 6:4.

მესამე სეტის სტარტზე პოლონელმა კიდევ ერთხელ შეძლო ადრეული ბრეიკი შესრულება და 3:1 დაწინაურდა.

ნიკას დასაკარგი უკვე აღარაფერი ქონდა და რისკიანად ათამაშდა.“ბასილამ“ მერვე გეიმში ერთი ბრეიკპოინტი, ხოლო მე-10 გეიმში უკვე სამმაგაი ბრეიკპოინტის რეალიზება ვერ შეძლო, რისთვისაც დაისაჯა – ჰურკაჩმა მეორე მატჩპოინტით შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა 6:7 6:4 6:4.

მატჩი 2 საათსა და 42 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილის ანგარიშზე 11 ეისი და 8 ორმაგი შეცდომა იყო, თავიმხრივ პოლონელმა 22 ეისი ჩააწოდა და 5 ორმაგი დაუშვა.
ქართველმა ჩგბურთელმა 7 ბრეიკპოინტიდან მხოლოდ ერთის რეალიზება შეძლო, ჰურკაჩმა კი მეტოქე სამჯერ დააბრეიკა.
ნიკამ კანადის მასტერსის მესამე წრეში გასვლისთვის 45 000 დოლარი და 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

ტორონტო, 1/4 ფინალური ეტაპი

რუუდი – ციციპასი

ბაუტისტა აგუტი – ოპელკა

მედვედევი – ჰურკაჩი

ისნერი – მონფილსი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *