ნიკოლოზ ბასილაშვილის დასანანი მარცხი ენდი მარეისთან

ავსტრალიის ღია პირველობის პირველი რაუნდის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ენდი მარეი და ნიკოლოზ ბასილაშვილი დაუპირისპირდნენ. მარათონული მატჩი 3 საათი და 55 წუთი გაგრძელდა, რომლის გამარჯვებულიც სამწუხაროდ ბრიტანელი ჩოგბურთელი გახდა 6:1 3:6 6:4 6:7 6:4.

შეხვედრის სტარტი მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს უკეთესი გამოუვიდა, რომელმაც 23 წუთში სამჯერ დააბრეიკა ნიკა და პირველი სეტი 6:1 მოიგო.

მეორე პარტიაში ქართველმა თამაშის ხარისხი გამოასწორა და საწყისი 5 გეიმიდან 4 მოიგო – 4:1. მარეიმ გაიბრძოლა და ერთი უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა მეცხრე გეიმში ბასილაშვილმა მესამედ აართვა ჩაწოდება შოტლანდიელს და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა 1-1 (6:1 3:6).

null

მესამე პარტიის მე-5 გეიმიდან “თამაში აირია” – ჩოგბურთელები მიღებაზე უკეტესად ირჯებოდნენ, ვიდრე ჩაწოდებაზე. ამ არეულობით ისევ ენდიმ ისარგებლა, რომელმაც სეტში ერთით მეტი ბრეიკი განახორციელა (2:1) და ანგარიშში ისევ წინ გავიდა 6:1 3:6 6:4.

მეოთხე პარტიაში მარეის დაღლა დაეტყო, რითაც ისარგებლა ქართველმა და 4:2 დაწინაურდა, თუმცა ბრიტანელმა სეტი ესე მარტივად არ დათმო – უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა 4:4.

მეოთხე სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ოდნავ უკეთესად ისევ ნიკა თამაშობდა, რომელმაც გადამწყვეტი ქულა მოიგო და 2:2 სეტებში (ტაიბრეიკის ანგარიში 7:5).

null

მეხუთე სეტის სტარტზე ისევ ენდი დაწინაურდა – ჯერ 3:0-ს იგებდა, შემდეგ 4:1-ს, თუმცა ამჯერად ნიკამ გაიბრძოლა და უკუბრეიკის შესრულებით ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა 4:4.

უგამოცდილესმა მარეიმ 4-4-დან ზედიზედ 2 გეიმი მოიგო და მასთან ერთად მატჩიც 6:1 3:6 6:4 6:7 6:4.

null

ნიკას ანგარიშზე 14 ეისი, 7 ორმაგი შეცდომა და 6 ბრეიკი იყო, თავისმხრივ შოტლანდიელმა 13 ეისის წილ 1 ორმაგი დაუშვა და 9-ჯერ დააბრეიკა ქართველი.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ბასილაშვილი ცდილობდა რომ პირველ ნომრად ეთამაშა და ჯამში 69 ვინერსიც დააგროვა, თუმცა 99 უნებლიე შეცდომაც ქონდა, რაც ენდისთან მატჩში უპატიებელია.

მარეიმ “მომთმენი” ჩოგბურთი ითამაშა – 26 ვინერსის წილ მხოლოდ 46 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი ენდი მარეი მეორე რაუნდში იაპონელ ტარო დანიელს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published.