ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი მარცხი

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბადეში მეოთხე ნომრად იყო განთესილი, თუმცა 1/8 ფინალში 1:6 7:5 2:6 წააგო დამირ ჯუმჰურთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეხვედრის სტარტი ბოსნიელს უკეთესი გამოუვიდა – დამირმა საწყისი 3 გეიმი მოიგო და 3:0 დაწინაურდა. ნიკა ძალიან ბევრ უხეშ შეცდომას უშვებდა, რის შედეგადაც 22 წუთში ანგარიში უკვე 1:6 იყო.
მეორე პარტიაში ქართველი გამოფხიზლდა – მე-4 გეიმში მეტოქე დააბრეიკა და 3:1 დაწინაურდა,. ნიკას სამწუხაროდ ისევ ჩავარდნა დაეწყო – ზედიზედ 3 გეიმის წაგების შემდეგ უკვე თვინ იყო ანგარიშში უკან ბრეიკიანი ჩამორჩენით.

მაშინ, როდესაც დასაკარგი უკვე აღარაფერი იყო, ბასილაშვილმა გარისკა – უფრო შემტევი ჩოგბურთის დემონსტრირება დაიწყო, რისი წყალობითაც ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე-12 გეიმში გადამწყვეტი ბრეიკიც შეასრულა 7:5.

null

მესამე სეტში ფსიქოლოგიური უპირატესობა წესით ნიკას მხარეს უნდა ყოფილიყო, თუმცა ყველაფერი პირიქით გამოდგა – ბოსნიელმა გადამწყვეტი პარტია ცივსისხლიანად ჩაატარა, 6:2 მოიგო და დამსახურებულად გავიდა ტურნირის 1/4 ფინალში.

შეხვედრა 1 საათსა და 38 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილის ანგარიშზე 3 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა იყო, თავისმხრივ ჯუმხურმა 3 ეისის წილ 5 ორმაგი დაუშვა.
ნიკამ 6-დან 3 ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლო, საკუთარი ჩაწოდება კი 6-ჯერ დაკარგა.

სამწუხაროდ ბასილაშვილის წაგებათა სერია გრძელდება – საქართველოს პირველ ჩოგანს 25 ოქტომბრის შემდეგ შეხვედრა არ მოუგია და ზედიზედ 7 მატჩი აქვს უკვე წაგებული.

Leave a comment

Your email address will not be published.