ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირმა. გახსნით შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ მაკენზი მაკდონალდს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 3:6 2:6 დამარცხდა.
მაკენზის უკეთესი სტარტი გამოუვიდა – მეოთხე გეიმსი სეასრულა ადრეული ბრეიკი და 3:1 დაწინაურდა. ქართველი დროულად გამოფხიზლდა – მეტოქის შეცდომები გამოიყენა და უკუბრეიკი შეასრულა. თითქოს ნიკამ ფსიქოლოგიური უპირატესობა დაიბრუნდა და ანგარიშიც უნდა გაეთანაბრებინა, თუმცა სამწუხაროდ კიდეც ერთხელ დაკარგა საკუთარი ჩაწოდება და ისევ ჩამორჩა მაკდონალდს 2:4.
ამერიკელმა მშიდად მიიყვანა სეტი ლოგიკურ გამარჯვებამდე 6:3.
მეორე პარტიის სტარტზე ბასილაშვილი ამჯერად მესამე გეიმში დაბრეიკდა და ამით მეტოქეს დიდი უპირატესობა მისცა. მაკენზიმ სეტის ბოლოს კიდევ ერთხელ დააბრეიკა ქართველი და ჯამში 67 წუთში მოიგო კიდეც მატჩი 6:3 6:2.
ბასილაშვილმა 2 ორმაგი სეცდომა დაუშვა და 1 ბრეიკი შეასრულა, მისმა მოწინააღმდეგემ კი 5 ეისის წილ 1 ორმაგი დაუშვა და 4-ჯერ აიღო ქართველის ჩაწოდება.
ნიკამ მეტოქეზე სამჯერ მეტი უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც გადამწყვეტი გამოდგა.
სამწუხაროდ ბასილაშვილის წაგებათა სერია გრძელდება – საქართველოს პირველმა ჩოგანმა ზედიზედ მერვე მატჩი წააგო და 2021 წლის 21 ოქტომბრის შემდეგ ოფიციალური სეხვედრა არ მოუგია.