ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული სტარტი კანადის მასტერსზე

კანადის ქალაქ ტორონტოში სტარტი აიღო ATP-ის მასტერსმა, რომელზეც წარმატებით ასპარეზობს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველ წრეში 2:6 6:2 6:4 მოუგო ჯენსონ ბრუკსბის და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

null

შეხვედრის სტარტზე ამერიკელი ბრწყინვალედ თამაშობდა მიღებაზე და მეოთხე გეიმში პირველი ბრეიკის შესრულება შეძლო 3:1. ნიკამ გაიბრძოლა და უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა მეტზე ძალა აღარ ეყო – 20 წლის ბრუკსბიმ ზედიზედ 3 გეიმის მოგებით სეტი გამარჯვებით დაასრულა 2:6.

პირველი პარტიის განმავლობაში ბასილაშვილმა მეტოქე 11-ჯერ მიუშვა ბრეიკპოინტამდე და ჯამში სამჯერ „დაბრეიკდა“.

მეორე სეტში ნიკამ შეცვალა სათამაშო ტაქტიკა – ქართველი ცდილობდა არ გაერისკა და ბურთი დიდხანს დაეჭირა თამაშში. ამერიკელმა ამ ყველაფერს ალღო ვერ აუღო, ბევრი უხეში შეცდომა დაუშვა და 22 წუთში ზედიზედ 6 გეიმი დათმო – 0:6.

null

მესამე, გადამწყვეტი სეტის სტარტი ისევ ნიკას უპირატესობით წარიმართა – პირველივე გეიმში „ბასილამ“ ბრეიკი შეასრულა.

ბრუქსბი დროულად გამოფხიზლდა, მომდევნო გეიმში უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობაც აღადგინა 1:1.

სეტი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა მეოთხე და მერვე გეიმებში ჯენსონი ბრეიკპოინტებამდე მივიდა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა გაჭირვებით მოიგერია ეს საფრთხე და მეცხრე გეიმში, მესამე მცდელობით შეძლო გადამწყვეტი ბრეიკის შესრულება.

მეათე გეიმში ნიკამ წარმატებით ჩააწოდა მატჩის მოსაგებად და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

null

ტორონტოს მასტერსის მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე ალექს დე მინორი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ნიკა ავსტრალიელ მოწინააღმდეგესთან 0:1 მარცხდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *