ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული სტარტი US OPEN-ზე

ნიუ იორკში სტარტი აიღო საჩოგბურთო სეზონის უკანასკნელმა დიდი სლემის ტურნირმა – US OPEN-მა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ წრეში, არასრულ მატჩში 6:2 2:1 დაამარცხა სებასტიან კორდა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

შეხვედრა ნიკამ ბრწყინვალედ დაიწყო – ჯერ მესამე გეიმში დააბრეიკა მეტოქე, შემდეგ მეხუთეში. მალე ქართველის უპირატესობა 5:1 იყო. ბასილაშვილმა იოლად მიიყვანა სეტი ლოგიკურ გამარჯვებამდე 6:2.

მეორე პარტიის მესამე გეიმში „ბასილამ“ მეტოქის ჩაწოდება მშრალი ანგარიშით მოიგო, რის შემეგაც კორდამ ტრავმის გამო უარი თქვა მატჩის გაგრძელებაზე და მეტოქეს დანებდა.

შეხვედრა 47 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ნიკას ანგარიშზე 2 ეისი და 3 შესრულებული ბრეიკი გახლდათ. სებასტიანმა ქართველის ჩაწოდებაზე ერთხელაც ვერ შეძლო ბრეიკპოინტამდე მისვლა.

ნიკამ US OPEN-ის მეორე წრეში გასვლით 115 000 ამერიკული დოლარი და 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში მსოფლიო რეიტინგის 151-ე ჩოგან მაქსიმე კრისის შეხვდება, რომელმაც თავისმხრივ ურთულეს, 5 სეტიან ბრძოლაში დაამარცხა ესპანელი კარენო ბუსტა 5:7 4:6 6:1 6:4 7:6 (9:7).

null

კრისი მატჩის მიმდინარეობისას სეტებში 0:2 ჩამორჩებოდა მეტოქეს 5:7 4:6, თუმცა არ დანებდა, შეძლო და ანგარიში გაათანაბრა 6:1 6:4.
მეხუთე, გადამწყვეტი სეტის ტაიბრეიკზე მაქსიმემ 4 მატჩპოინტი მოიგერია ესპანელისგან, თვითონ პირველივე შანსი გამოიყენა და მეორე წრის საგზური გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი US OPEN-ზე წყვილთა თანრიგშიც მონაწილეობას. დღეს, 20:30-ზე ბასილაშვილი/გერასიმოვის წყვილი რამი/სალსბერის უძლიერეს ტანდემს დაუპირისპირდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *