ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეშია

საქართველოს პირველი ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 92-ე საფეხურს იკავებს.

2023 წლის საჩოგბურთო სეზონის სტარტზე ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი მელბურნში გაიმართება – ავსტრალიის ღია პირველობა (16-29 იანვარი).

null

30 წლის ქართველ ჩოგბურთელს ეყო რეიტინგი, რომ გრანდ სლემის ძირითად ბადეში   მოხვედრილიყო, ასე რომ ნიკამ კვალიფიკაციაში თამაშიდან თავის არიდება შეძლო.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ჯამში 128 ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას – რეიტინგის 104 მოწინავე სპორტსმენი, 16 კვალიფიკანტი და 8 ვაილდ ქარდის მფლობელი.

ტურნირის საპრიზო ფონდი 75 მილიონი დოლარია, გამარჯვებული კი 3 მილიონზე მეტს მიიღებს.

null

შეგახსენებთ, რომ შარშან ავსტრალიის ღია პირველობა რაფაელ ნადალმა მოიგო, რომელიც 2023 წლის ტურნირზე მეორე განთესვით ისარგებლებს, პირველი მისი თანამემამულე – კარლოს ალკარასი იქნება.

ტურნირის ორგანიზატორებმა მოუხსნეს დისკვალიფიკაცია ნოვაკ ჯოკოვიჩს და სერბი ჩოგბურთელი სავარაუდოდ იასპარეზებს 2023 წლის Australian open-ზე.

ტოპ 10 განთესილი ჩოგბურთელი

1. კარლოს ალკარასი
2. რაფაელ ნადალი
3. კასპერ რუუდი
4. სტეფანოს ციციპასი
5. ნოვაკ ჯოკოვიჩი
6. ფელიქს ოჯე-ალიასიმი
7. დანილ მედვედევი
8. ანდრეი რუბლიოვი
9. ტეილორ ფრიცი
10. ჰუბერტ ჰურკაჩი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *