ნიკოლოზ ბასილაშვილი: ამ გადაცემით პირველ რიგში ჩემი შვილის უფლებები შეილახა

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ამ ჩანაწერის ირგვლივ დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა. ჩანაწერს ბასილაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ქართველი ჩოგბურთელის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა: ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარს.

ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.
ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში .
ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი!
მე პარალელური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას.”– დაწერა ბასილაშვილმა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *