US OPEN-ის დასრულების შემდეგ ATP-მ განაახლა მამაკაცთა საჩოგბურთო რეიტინგი. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 4 პოზიცია მოიგო და ამჟამად მსფლიო რეიტინგში 35-ე საფეხურზე იმყოფება.
ამერიკის ღია პირველობაზე დაფიქსირებული შედეგის მიხედვით, რეიტინგში რამდენიმე ხმაურიანი დებიუტი შედგა – ანდრეი რუბლიოვი ტოპ 5-ში შევიდა, კასპერ რუუდი ტოპ 10-ში, რეილი ოპელკა ტოპ 20-ში, 18 წლის კარლოს ალკარასი ტოპ 40-ში, კვალიფიკაციიდან დიდი სლემის ტურნირის 1/4 ფინალში გასული ბოტიკ ვან დე ზანდშულპი კი ტოპ 100-ში.
კარიერის საუკეთესო პოზიციები დააფიქსირეს მატეო ბერეტინიმ და ფელიქს ოჟე ალიასიმმა.
1. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 12133
2. დანილ მედვედევი – 10780
3. სტეფანოს ციციპასი – 8350
4. ალექსანდრ ზვერევი – 7760
5. ანდრეი რუბლიოვი – 6130
6. რაფაელ ნადალი – 5815
7. მატეო ბერეტინი – 5173
8. დომინიკ ტიმი – 4995
9. როჯერ ფედერერი – 3765
10. კასპერ რუუდი – 3440
11. ფელიქს ოჟე ალიასიმი – 3368
19. რეილი ოპელკა – 2341
31. ლოიდ ჰარისი – 1758
35. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 1578
38. კარლოს ალკარასი – 1499
63. ბოტვიკ ვან დე ზანდშულპი – 1015
81. ჯენსონ ბრუკსბი – 922