ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს პირველი ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი. ტურნირის მეორე წრეში ნიკამ 6:4 3:6 6:4 დაამარცხა ლორენცო სონეგო და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის სტარტი ბასილაშვილს უკეთესი გამოუვიდა – პირველსავე გეიმში შეძლო მეტოქის ჩაწოდების „აღება“ და ბრეიკით დაწინაურდა. ლორენცო დროულად გამოფხიზლდა და 4 ნათამაშები გეიმის შემდეგ ანგარიში უკვე თანაბარი იყო 2:2.
სეტის მიწურულს, ნიკამ მორიგი ბრეიკი შეუსრულა იტალიელს და პარტია საკუთარი გამარჯვებით დაასრულა 6:4.
მეორე სეტში ერთადერთი ბრეიკი შედგა – მე-6 გეიმში სონეგომ პირველივე მცდელობით აიღო ნიკას ჩაწოდება და 4:2 დაწინაურდა. იტალიელმა იოლად შეინარჩუნა ეს უპირატესობა სეტის ბოლომდე და შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა 4:6 6:3.
მესამე, გადამწყვეტი სეტი დრამატული გამოდგა. ლორენცომ მესამე გეიმში შესრულებული ბრეიკით ლიდერობა მოიპოვა და მალე 3:1 დაწინაურედა.
ნიკამ თამაშის სტილი შეცვალა, გაცილებით უფრო აგრესიულ თამაშზე გადავიდა და ამან გაამართლა – ქართველმა ზედიზედ 4 გეიმის მოგებით 5:3 დააფიქსირა და მატჩზე ჩაწოდების უფლებაც მოიპოვა.
სონეგომ გაიბრძოლა, მე-9 გეიმში უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა ნიკამ მეათე გეიმში მაინც შეძლო იტალიელის ჩაწოდების აღება და პირველივე მატჩპოინტით დაუსვა შეხვედრას წერტილი 6:4 3:6 6:4.
ოლიმპიადის 1/8 ფინალში ნიკას მეტოქე გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იქნება, რომელმაც თავისმხრივ 6:2 6:2 სძლია კოლუმბიელ გალან რივეროსს.
ბასილაშვილი ზვერევს კარიერაში მეხუთედ შეხვდება.
2015 წელი, მარსელი, კვალიფიკაცია (ჰარდი)
ბასილაშვილი – ზვერევი 6:7 3:6
2018 წელი, შანხაი, 1/16 ფინალი (ჰარდი)
ბასილაშვილი – ზვერევი 5:7 4:6
2019 წელი, ჰამბურგი,1/2 ფინალი, (თიხა)
ბასილაშვილი – ზვერევი 6:4 4:6 7:6
2019 წელი, კანადის მასტერსი, 1/8 ფინალი (ჰარდი)
ბასილაშვილი – ზვერევი5:7 7:5 6:7