23 ივლისს სტარტს აიღებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, 24-ში კი იაპონიის დედაქალაქში საჩოგბურთო ტურნირი დაიწყება.
საქართველოს პირველი ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი საჩოგბურთო ოლიმპიადაზე 16 განთესილ ჩოგბურთელს შორის მოხვდა, რაც მას საშუალებას მისცემს საწყის ეტაპზე თავი აარიდოს ფავორიტებთან შეხვედრას.
ტურნირის უმთავრესი ფავორიტი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც მიმდინარე სეზონში სამივე დიდი სლემის ტურნირი მოიგო და ისტორიულ შედეგს უმიზნებს. საჩგბურთო ღია ერაში მხოლოდ გერმანელმა შტეფი გრაფმა შეძლო 1 კალენდარული წლის განმავლობაში მოეგო ოთხივე დიდი სლემის ტურნირი და ოლიმპიადა (1988 წელს).
ტოკიოში მე-2 ნომრად არის განთესილი რუსი დანიილ მედვედევი, რომელიც ჰარდის საფარზე ყველაზე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს და მისი შეჩერება საკმაოდ რთული იქნება.
მესამე ნომრად განითესა ბერძენი სტეფანოს ციციპასი, როემლიც ასევე მშვენიერ ფორმაშია. 2021 წლის როლან გაროსზე ფინალამდეც მიაღწია, სადაც 2:0-ს უგებდა სეტებში ჯოკოვიჩს, თუმცა საბოლოოდ 5 სეტში დამარცხდა.
მეოთხე ფავორიტად გერმანელი ალექსანდრ ზვერევი მიიჩნევა, რომელსაც არათანაბარი სეზონი აქვს, თუმცა ჰარდზე ბრწყინვალედ თამაშობს – უკანასკნელ US OPEN-ზე ფინალში დამარცხდა.
საინტერესო იქნება ოლიმპიურ თამაშებზე გაელ მონფილსის ხილვა, რომელმაც 3 დღის წინ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა (დაქორწინდა ჩოგბურთელ ელინა სვიტოლინაზე).
1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)
2. დანიილ მედვედევი (რუსეთი)
3. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი)
4. ალექსანდრ ზვერევი (გერმანია)
5. ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი)
6. პაბლო კარენო ბუსტა (ესპანეთი)
7. ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი)
8. დიეგო შვარცმანი (არგენტინა)
9.ფელიქს ოჟე ალიასიმი (კანადა)
10.გაელ მონფილსი (საფრანგეთი)
11. ასლან კარაცევი (რუსეთი)
12. კარენ ხაჩანოვი (რუსეთი)
13. ლორენცო სონეგო (იტალია)
14. უგო უმბერი (საფრანგეთი)
15. ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველო)
16. ფაბიო ფონინი (იტალია)
სამწუხაროდ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ იასპარეზებენ ისეთი ჩოგბურთელები როგორებიც არიან:როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, სტენ ვავრინკა, დომინიკ ტიმი, მილოშ რაონიჩი, დენის შაპოვალოვი, ნიკ კირიოსი.
უკანასკნელ მომოენტში კორონავირუსი დაუფიქსირდა ავსტრალიელ ალექს დე მინორს, რომელიც ასევე გამოეთიშა ტურნირს.