ნიკოლოზ ბასილაშვილი vs ენდი მარეი

დღეს სტარტს აიღებს 2021 წლის საჩოგბურთო სეზონის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი – უიმბლდონი, რომელიც ტრადიციულად ლონდონის გარეუბანში, ბალახის საფარიან კორტებზე გაიმართება.

ისტორიულად, მამაკაცებისთვის ეს იქნება 134-ე უიმბლდონი, ხოლო ქალებისთვის 127-ე.საჩოგბურთო ღია ერაში უიმბლდონი 53-ედ ჩატარდება.

ტურნირის პირველივე სათამაშო დღეს, ცენტრალურ კორტზე იასპარეზებს საქართველოს პირველი ჩoგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი(N 28 მსოფლიო რეიტინგში), რომელსაც მრისხანე მეტოქე ეყოლება – უიმბლდონის ორგზის გამარჯვებული ენდი მარეი.

null

ნიკა “ენდი ბოის“ კარიერაში პირველად ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ მარეი ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 118-ე ჩოგანია, მატჩის მოგების ფავორიტად ბრიტანელი მიიჩნევა.

მარეის მუხლების ქრონიკული ტრავმა აწუხებს და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ შოტლანდიელი წელს თავის კარიერაში უკანასკნელ უიმბლდონს თამაშობს.
მიმდინარე სეზონში ენდიმ ATP TOUR-ზე მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო და 3 წააგო.

მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მონპელიეში პირველივე რაუნდის შეხვედრა წააგო გერასიმოვთან, როტერდამში პირველ ეტაპზე სძლია რობინ ჰაასეს, თუმცა შემდეგ დამარცხდა ანდრე რუბლიოვთან, ლონდონში, ქვინს კლაბის ბალახის საფარიან ტურნირზე იოლად მოუგო ბენუა პერს, თუმცა შემდეგ ასევე მარტივად წააგო მატეო ბერეტინისთან 3:6 3:6.

null

ბასილაშვილს მიმდინარე სეზონში ბევრად უკეთსი მაჩვენებლები გააჩნია – 19 მოგება და 16 მარცხი. ნიკამ 2021 წელს უკვე 2 ტურნირის მოგება შეძლო (დოჰა, მიუხენი), ორ ტურნირზე კი ნახევარფინალში გავიდა ( სარდინია, ჰალე).

ქართველმა ჩოგბურთელმა წელს ბალახის საფარზე 8 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6 მოიგო და ორჯერ დამარცხდა. შტუტგარტში ორ სეტში სძლია დასტინ ბრაუნს 6:3 7:6, მეორე რაუნდში კი წააგო მარინ ჩლიჩთან 3:6 2:6.

იმ მოტივით, რომ ბალახის საფარზე უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ქონოდა, ჰალეს ტუნრიზე ნიკამ საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო ასპარეზობა და ნახევარფინალამდე გააღწია.

1 საკვალიფიკაციო ბასილაშვილი – მოლეკერი 7:6 7:6

2 საკვალიფიკაციო ბასილაშვილი – ჰანფმანი 7:6 6:4

1 წრე ბასილაშვილი – სიმონი 6:1 3:6 6:4

2 წრე ბასილაშვილი – რინდერკნეხი 6:2 7:5

1/4 ფინალი ბასილაშვილი – ჰარისი 6:4 7:6

1/2 ფინალი ბასილაშვილი – რუბლიოვი 1:6 6:3 3:6

ბასილაშვილს უიმბდონის ტურნირის ძირითად ბადეში 8 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 4 მოიგო და 4-ში დამარცხდა.

2019 წელს ქართველმა პირველ წრეში ჯეიმს ვორდს მოუგო 5 სეტში, თუმცა მეორე ეტაპზე 3:6 2:6 6:7 წააგო დანიელ ევანსთან.

ნიკას საუკეთსო შედეგი უიმბლდონზე 2015 წლით თარიღდება, როდესაც მან 3 საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და შემდეგ წარმატებით გაიარა 2 რაუნდი ძირითად ბადეში

null

1 საკვალიფიკაციო ბასილაშვილი – ჰანესკუ 6:4 6:2

2 საკვალიფიკაციო ბასილაშვილი – დუსტოვი 6:3 6:3

3 საკვალიფიკაციო ბასილაშვილი – ფუქსოვიჩი 6:4 6:4 3:6 6:2

1 წრე ბასილაშვილი – ბანისი 6:4 7:6 6:2

2 წრე ბასილაშვილი – ფელიციანო ლოპესი 7:5 3:6 6:3 2:6 6:4

3 წრე ბასილაშვილი – აგუტი 6:7 0:6 1:6

კარიერულად ნიკას ბალახის საფარიან კორტებზე (ATP TOUR) ჯამში 25 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 11 მოიგო და 14 წააგო, 2021 წელს ეს ბალანსი დადებითია 4:2.
თავისმხრივ ენდი მარეის ბალახზე გამართული 130 მატჩიდან 108 გამარჯვება აქვს (83.1% აქვს მოგებული ).

null

შოტლანდიელ ჩოგბურთელს მწვანე საფარზე 8 ტურნირი აქვს მოგებული, აქედან ორჯერ უიმბლდონი (2013, 2016). ენდიმ სწორედ ბალახის საფარზე მოიგო ლონდონის ოლიმპიური თამაშები 2012 წელს, როდესაც ფინალში გაანადგურა როჯერ ფედერერი 6:2 6:1 6:4.

სწორედ ასეთი შედეგების და ბალახის საფარზე მიღებული კოლოსალური გამოცდილების ფონზე ითვლება ენდი მატჩს მოგების ფავორიტად, თუმცა მიმდინარე სეზონში ნიკა ბევრად აღემატება ბრიტანელს.
ერთისმხრივ ძალიან ცუდია, როდესაც უიმბლდონზე განთესილთა შორის მოხვდები და პირველივე წრეში ლეგენდარული ენდი მარეი შეგხვდება, თუმცა მეორე მხრივ დადებითი მხარეებიც არსებობს – ცენტრალურ კორტზე თამაში, მსოფლიო ყურადღების ცენტრის ქვეშ ყოფნა და შანსი, იმისა რომ შესაძლოა ისტორიული გახდეს ეს მატჩი თუ რათქმაუნდა ნიკა დღეს ენდის დაამარცხებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *