ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მე- 18 ჩოგანს მოუგო

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირმა. პირველი წრის მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 7:5 4:6 6:3 სძლია მსოფლიო რეიტინგის მე-18 ჩოგან პაბლო კარენო ბუსტას და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა სეტის მეორე ნახევრიდან ესპანელმა მცირე უპირატესობა გამოკვეთა – მე-7 და მე-11 გეიმებში პაბლოს 2-2 ბრეიკპოინტი ქონდა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა გაუძლო წნეხს და საკუთარი ჩაწოდება არ დათმო.
მე-12 გეიმში ესპანელ ჩოგბურთელს დიდი “ჩავარდნა” დაეწყო – კარენო ბუსტამ საკუთარ გეიმში ზედიზედ 4 ქულა წააგო და მასთან ერთად სეტიც 5:7.

null

მეორე სეტში სიტუაცია 4:4-ზე დაიძაბა, როდესაც პაბლომ მეოთხე ბრეიკპოინტით შეასრულა ნანატრი ბრეიკი და პარტიაზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა. ნიკამ გაიბრძოლა და მეათე გეიმში სამმაგი ბრეიკპოინტი მოიპოვა, თუმცა ესპანელმა ცივსისხლიანად გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შემდეგ კი უკვე სეტიც მოიგო 6:4.

null

მესამე პარტიის საწყის გეიმებში ისევ ჩამწოდებელთა დომინაცია იყო, სეტის მეორე ნახევრიდან კი ჩოგბურთელებს დაღლა დაეტყოთ – ორივე მათგანი სტაბილურად მიდიოდა ბრეიკპოინტებამდე. საბედნიეროდ, ნიკამ პირველმა შეასრულა ბრეიკი მერვე გეიმში, ხოლო მეცხრეში უკვე მშვიდად ჩააწოდა მატჩის მოსაგებად და ლოგიკური წერტილი დაუსვა მატჩს 7:5 4:6 6:3.

null

შეხვედრა 2 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილმა 9 ეისი ჩააწოდა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ორჯერ დააბრეიკა მეტოქე. თავისმხრივ ესპანელმა 12 ეისის წილ მხოლოდ 2 ორმაგი დაუშვა და 11 ბრეიკპოინტიდან ერთის რეალიზება შეძლო.

ბასილაშვილი კარენო ბუსტას ურთიერთშეხვედრებში უკვე 2:0-ს ამარცხებს. ნიკა ტურნირის 1/8 ფინალში პოპირინ/ბერეტინის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *