ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წლის საჩოგბურთო სეზონი დაასრულა

პარიზში სტარტი აიღო 2021 წლის საჩოგბურთო სეზონის უკანასკნელმა მასტერსმა. სამწუხაროდ ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც 2:6 4:6 დამარცხდა ადრიან მანარინოსთან.

შეხვედრის სტარტზე ფრანგმა ჩოგბურთელმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:1 დაწინაურდა, თუმცა ნიკამ დროულად უპასუხა უკუბრეიკით და ანგარიში გაათანაბრა 2:2. მანარინოს კარგი თამაშის და ნიკას ბევრი შეცდომის ფონზე ადრიანმა ზედიზედ 4 გეიმის მოგება შეძლო და პირველი სეტიც 25 წუთში მოიგო – 6:2.

null

მეორე პარტიის პირველ ნახევარში ნიკა ბევრად უკეთესად ათამაშდა და 4:2 დაწინაურდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქართველი ჩგბურთელი იოლად გაათანაბრებდა სეტებს შორის ანგარიშს, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა – კორტების მასპინძელმა ამჟერადაც ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და მასთან ერთად მატჩიც 6:2 6:4.

null

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაასრულა 2021 წლის საჩოგბურთო სეზონი, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 33 მატჩი მოიგო და 27 წააგო. ნიკამ ორი ტურნირის მოგება შეძლო – დოჰა (ჰარდი) და მიუნხენი ( თიხა), ხოლო ინდიან უელსის მასტერსის ფინალში დამარცხდა.

მიმდინარე წლის საჩოგბურთო რეიტინგში ბასილაშვილმა 1920 ქულა მოიპოვა და ამ მაჩვენებლით მე-19 ადგილზე იმყოფება, მსოფლიო რეიტინგში კი 2101 ქულით 21-ე პოზიციაზეა.

ბასილაშვილმა 2021 წელს საპრიზო თანხის სახით 1,650,813 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *