ჩოგბურთის ანტიკორუფციული სამსახური(ITIA) აგრძელებს ხმაურიანი საქმის გამოძიებას, რომელშიც საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფიგურირებს.
ნიკას ედავებიან, რომ 2016 წელს წინასწარ გარიგებულ მატჩში მიიღო მონაწილეობა. გამოძეიბა ერთბაშად რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.
2019 წლის ბოლოს, გერმანულმა გამოცემებმა ZDF-მა და Die Welt-მა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ გამოძიებაში ფიგურირებდა ტოპ 30-ის ჩოგბურთელი, რომელსაც ATP TOUR-ზე 3 ტიტული ქონდა მოგებული.
სავარაუდო კანდიდატთა სია იმ მომენტისთვის ასე გამოიყურებოდა:
მატეო ბერეტინი
დიეგო შვარცმანი
ალექს დე მინორი
ბენუა პერი
ნიკოლოზ ბასილაშვილი
ვიქტორ ტროიცკი
ალექსანდრ დოლგოპოლოვი
ანდრეას სეპი
დამირ ჯუმჰური
ჟოაო სოუზა
კრიმინალური სქემა 7 სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებდა, რომლის უკან სომხური მაფიოზური კლანი დგას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა ბასილაშვილს სამუდამო დისკვალიფიკაცია და ციხე ემუქრება.