საქართველოს “რითეილ ასოციაციის“, “საქართველოს სამოყვარულო და კომპანიებისსპორტის განვითარების ალიანსის” ორგანიზებით, “მასტერ ლიგის” და “საქართველოს სპორტულჟურნალისტთა ასოციაციის” მხარდაჭერითგამართული საფეხბურთო ტურნირი “რითეილასოციაციის თასი” “ნიკორას“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მთელი ტურნირისგანმავლობაში კომპანია “ნიკორას“ გუნდს არცერთხელ საეჭვო არ გაუხდია საკუთარი უპირატესობა და ფინალის ჩათვლით ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. გადამწყვეტ მატჩში „ნიკორამ“ „მაგნიტის“ გუნდს უკვე პირველსავე ტაიმში მოუმთავრა საქმე, როცა 4 უპასუხო გოლი გაუტანა და ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოხსნა შეკითხვას, თუ ვინ გახდებოდა ტურნირის გამარჯვებული. შეხვედრის მეორე ნახევარში ნიკორელები შედარებით დამშვიდდნენ, „მაგნიტმაც“ ცოტთი უფრო დამაჯერებლად იმოქმედა, უმცა ეს ყოველივე მხოლოდ იმაში გარდაისახა, რომ„მაგნიტის“ ფეხბურთელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ შედეგიან დარტყმამდე მაინც ვერ მივიდნენ. თავის მხრივ, „ნიკორამ“ მეორე ტაიმში ერთი გოლი იკმარა, საბოლოოდ 5:0 გაიმარჯვა და „რეთაილ ასოციაცის თასის“ პირველი გამარჯვებული გახდა.
გაცილებით დაძაბული გამოდგა მატჩი მესამე ადგილისთვის. მესამე ადგილისთვის, რომელშცკომპანია “ზღაპარის” გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა “კარფური” და ბრინჯაოს მედლებსდაეუფლა.
პირველი ტურნირი შედგა და ეს მხოლოდდასაწყისია. ტურნირის მისია არის წაახალისოსკორპორატიული სპორტის განვითარება, გაზარდოსასოციაციის წევრი ორგანიზაციების თანამშრომელთაფიზიკურ აქტივობაში ჩართულობა, დანერგოს“აქტიური სამუშაო ადგილის” კონცეფცია, რომელიცმსოფლიოს წამყვანი კომპანიების ბიზნესსტრატეგიის განუყოფელ ნაწილად იქცა.