ტიკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა. ეს ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა შეძლო, რომელიც ფინალურ შეხვედრაში ჩინელ ბიან ცზინთან დამარცხდა – 7:15.
ნინა თიბილაშვილი ტოკიოში, ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალური შეჯიბრის A კატეგორიაში გამოვიდა. 24 წლის ქართველმა პარასპორტსმენმა, რომელსაც წინასწარ ჯგუფურ ეტაპზე ორ-ორი მოგება და წაგება ჰქონდა, მერვედფინალში იტალიელ ლორედანა ტრიგილიას აჯობა – 15:9, მეთხედფინალში კი უკრაინელ ნატალია მორკვიჩს მოუგო – 15:13. ნინა ნახევარფინალში კიდევ ერთ უკრაინელს ევგენია ბრეუსს დაუპირისპირდა, რომელსაც ასევე დაძაბულ ბრძოლაში აჯობა – 15:12.
დღესვე, პარაფარიკაობაში იასპარეზა ირმა ხეცურიანმაც, რომელსაც ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.