ნინიაშვილი და საღინაძე ფინალში ითამაშებენ

ბორჯღალოსნების, დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის ლიონი ჩელენჯ კაპის ფინალში ითამაშებს. ჩვენებურების ამ გუნდმა ნახევარფინალში ინგლისური ვოსფსი დაამარცხა – 20:18.

ორივე ქართველმა მორაგბემ სრულად ითამაშა. ფინალში, რომელიც 27 მაისს მარსელის ველოდრომზე გაიმართება, ლიონს ბექა გიგაშვილის ტულონსა და ინგლისურ სარასენზს შორის გამარჯვებული დაუპირისპირდება.

Leave a comment

Your email address will not be published.