ნინიაშვილი ისევ ბრწყინავს

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში, მეოთხე ტურის მატჩში დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის ლიონმა გიორგი მელიქიძის სტად ფრანსეს უმასპინძლა და 33:27 დაამარცხა.
ნინიაშვილმა, რომელმაც ამჯერად ფულბეკის პოზიციაზე თავიდან ბოლომდე ითამაშა ორი ლელო გაიტანა და ლიონს მოაგებინა. პირველი ლელო საქართველოს ნაკრების ფულბეკმა დასაწყისშივე, პირველ წუთზე გაიტანა. მეორე კი, მაშინ როცა თამაშის დასრულებას ერთი წუთი აკლდა და ანგარიში 26:22 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ. ნინიაშვილის ლელომ პარიზელებს გამარჯვების ყველანაირი შანსი მოუსპო.
საქართველოს ნაკრების ფულბეკმა ოთხ მატჩში სამი ლელო გაიტანა, რაც 21 წლის ქართველისთვის გროსმეისტერული შედეგია.
საღინაძე ძირითად შემადგენლობაში იყო 65-ე წუთზე შეცვალეს, მელიქიძე თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *