ნინო სალუქვაძე მე-7 ადგილზეა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ნინო სალუქვაძემ 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში მიიღო მონაწილეობა. ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა ჯამში 291 ქულა დააგროვა, რითიც მე-7 ადგილზე გავიდა.

30 ივლისს საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ნაწილი გაიმართება და შემდეგ გვეცოდინება იმ 8 საუკეთესო სპორტსმენის ვინაობა, რომელიც ფინალში გავა. ამ შედეგით სალუქვაძე ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძე პირველი ქალი სპორტსმენია, რომელიც ზედიზედ მეცხრე ოლიმპიადაზე იღებს მონაწილეობს.

რაც შეეხება ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართულ დელეგაციას, ჩვენი თანამემამულეების ანგარიშზე 3 მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაურმა კი ოქრო არავის დაუთმო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *