ქალთა შორის 25 მეტრ დისტანციაზე პისტოლეტით სროლაში ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი ნინო სალუქვაძე ფინალის მიღმა დარჩა. ჩვენმა ტყვიისმსროლელმა 578 ქულა დააგროვა და 25 ადგილზე გავიდა. ეს კი, ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
კვალიფიკაციაში პირველი ადგილი ბულგარელმა ანტუანეტა კოსტადინოვამ დაიკავა. მან 590 ქულა დააგროვა და ოლიმპიურ რეკორდს ორი ქულით ჩამორჩა.