ნიუკასლი… ვინ არის ქალი-გმირი 28 მილიარდით?

ნიუკასლ იუნაიტედში სიგიჟეები მოხდა. ჯერ კიდევ შარშან დაიწყო პროცესი, რომელიც დასრულდა: ნიუკასლის ახალი მფლობელია საუდის არაბეთის სახელმწიფო ინვესტიციების კონსორციუმი. მათ კლუბის აქციების 80 % ჩაიბარეს.  ასევე საინვესტიციო ჯგუფში არიან PCP Capital Partners და RB Sports & Media.

ნიუკასლის ფანები სენტ ჯეიმს პარკზე შეიკრიბნენ, სტადიონთან დიდი ოვაციებით აღნიშნეს ეს ამბავი. კაჭკაჭებში დიდი ტრანსფერებია მოსალოდნელი.

გარიგება მას შემდეგ დასრულდა, რაც ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელებმა სრული გარანტია მიიღეს: საუდის არაბეთის სამეფო ვერ გააკონტროლებს კლუბს. მთელ ამ სიუჟეტის გმირია ამანდა სტეივლი. ბრიტანული პრესის ცნობით, მის გარეე გარიგება ვერ შედგებოდა. ის უკვე კლუბის დირექტორია, ამავდროულად PCP Capital Partners-ის მფლობელი სწორედ ამანდა გახლავთ და აქციების 10 % ეკუთვნის. სწორედ ქალბატონმა ამანდამ გააკეთა პირველი განცხადება – ნიუკასლს სუპერკლუბად ვაქცევთო.

ამანდა სტეივლი ინგლისში, კერძოდ, იორკშირში. 8 წლის წინ მას ჰანტინგტონის დაავადება დაუდგინეს. მისი განკურნება ბოლომდე შეუძლებელია და როგორც ამბობენ, დადგენიდან მაქსიმუმ 20 წელი ცხოვრობენ… ეს თავის ტვინის ქერქის პროგრესირებადი დეგენერაცია და ამანდას მემკვიდრეობით მოჰყვება.

ბიზნესი 1996 წელს დაიწყო, როცა რესტორანი გახსნა. მისი ქონება Forbes-ის მონაცემებით 28 მილიარდი გირვანქაა!

47 წლის ამანდა სტეივლი ის ქალია, რომელმაც პრინც ენდრიუს ცოლობაზე უარი უთხრა.

და ისე, 80-პროცენტიანი წილის მქონე კონსორციუმის მფლობელი მოჰამედ იბნ სალმანია… მისი ქონება 400 მილიარდ გირვანქაზე მეტია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *