მას შემდეგ, რაც ნიუკასლი არაბმა ინვესტორებმა ჩაიბარეს, გუნდს გაცილებით უფრო დიდი სატრანსფერო გეგმები და მოთხოვნები გაუჩნდა. კაჭკაჭებმა უკვე დაიწყეს ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობა.
Calciomercato-ს ცნობით, ბრიტანელთა ახალი სამიზნე ადრიენ რაბიოა. ცნობილია, რომ ნიუკასლი ფრანგის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ ნიუკასლი მწვრთნელად ბრენდან როჯერსს იწვევდა, რომლისგანაც უარი მიიღო.
რაბიო იუვენტუსში 2019 წელს პსჟ-დან გადავიდა. მისგან აშკარად მეტი მოლოდინი ქონდათ, იტალიელთა სამწუხაროდ ფეხბურთელი იმედებს ბოლომდე ვერ ამართლებს. ამ სეზონში რაბიომ 7 მატჩი ჩაატარა და გოლი ჯერ არ გაუტანია.