ნიჩბოსანმა ნავი პრეზერვატივით შეაკეთა და მედალი მოიგო [ვიდეო]

ხანდახან, ოლიმპიადაზეც კი, პრობლემის გადაჭრის მარტივ, მაგრამ არც ისე ჩვეულებრივ მეთოდს შეხვდები. ავსტრალიელმა ნიჩბოსანმა, ჯესიკა ფოქსმა ნავის შეკეთების არატრადიციული მეთოდი გვაჩვენა.

მან TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა ჰქონდა: “დავნაძლევდები, კაიაკი პრეზერვატივით როგორ უნდა შეაკეთო, არ იცოდით”

@jessfoxcanoe

How kayakers use condoms 😂🤷🏽‍♀️ #kayaktips #hacksandtips #diy #carbonrepair #carbon #tokyo2020 #olympicgames

♬ original sound – jess fox

უფრო საინტერესო ის არის, რომ ამ ორიგინალურმა ტექნოლოგიამ ჯესიკას ოლიმპიადაზე მედალი მოუტანა. 27 ივლისს, მან კაიაკით შეჯიბრებაზე ბრინჯაო აიღო.

29 ივლისს, კანოეში უკვე ოქრო არავის დაუთმო, თუმცა იქ პრეზერვატივი აღარ გამოუყენებია…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *